14 | 12 | 2018

„გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ლანჩხუთის ორგანიზაცია 5 წლისაა

11 ივლისს „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი:
11:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ სკვერში იქნება ფლეშმობი, რომელიც მიეძღვნება ეროვნული სკრინინგ ცენტრის ქალთა კლუბის რეგიონული ოფისის იუბილეს. დარიგდება ბუკლეტები.
12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია. „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი და ეროვნული სკრინინგ- ცენტრის მენეჯერი თინათინ ბერუჩაშვილი „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებს გადასცემს მათთვის საჭირო აქსესუარს ( მკერდის პროტეზებს).
14:00 საათზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის ქალთა კლუბის რეგიონული ოფისის იუბილესთან დაკავშირებით კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართება.
12 ივლისს ჩოხატაურში გაიხსნება „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ფილიალი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია