14 | 12 | 2018

მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწევს კოორდინაციას

უხვი ნალექის გამო გურიაში სტიქიას ებრძვიან. დაზარალდა გურიის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წაღებულია სახიდე გადასასვლელები და სავარგულები. გურიის ყველა მუნიციპალიტეტში დაზიანებულია გზის საფარი. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მინისტრი პირადად უწევს კოორდინაციას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია