11 | 12 | 2018

თემურ მურღულიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული უბნები დაათვალიერა

გუშინ, ლანჩხუთში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია და გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე იმყოფებოდნენ. მათ მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერეს სოფლებში სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობა.
აცანაში ძლიერი წვიმის შედეგად ვაზგენ ჩხაიძის სახლთან მეწყერი ჩამოწვა. გარესამყაროს ექვსი ოჯახი მოწყდა. ასევე აცანაშია დაზიანებული ე.წ. „მერვე ბრიგადისკენ“ მიმავალი გზა. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და ამ ეტაპზე ნიადაგის შესწავლა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გზის აღნიშნული მონაკვეთის გაწმენდა დაიწყება.
საკმაოდ რთული ვითარებაა მამათში. დამეწყრილია ოზურგეთთან დამაკავშირებელი გზა. 70 ოჯახი რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება. ამ დროისთვის მამათში შესაბამისი ტექნიკა მუშაობს და დღის ბოლომდე გზის გაწმენდა მოხდება.
ადგილობრივი მოსახლეობა მადლობას გამოთქვამს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 1 652 300 ლარს შეადგენს. დაზიანებულია ხიდები, მილხიდები, შიდა სასოფლი გზები და ა.შ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია