17 | 12 | 2018

„კურორტ გრიგოლეთის განვითარების პერსპექტივები“

15 ივლისს გრიგოლეთში სასტუმრო „ვილა რეტა“-ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე _ „კურორტ გრიგოლეთის განვითარების პერსპექტივები“. მომხსენებელი კურორტ ურეკის სამკურნალო ფაქტორების შესწავლისა და სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავჯდომარე პროფესორი შუქრი თავართქილაძე გახლდათ.პროფესორმა შუქრი თავართქილაძემ, დამსწრეებს ესაუბრა გრიგოლეთის პლაჟის სამკურნალო თვისებების მნიშვნელობასა და მის პერსპექტივებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გრიგოლეთის ტერიტორიაზე განლაგებული დასასვენებელი კომპლექსების, კერძო და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები, არასამთავრობო ორგანიზაცია ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე დაისვა პრობლემური საკითხები, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს კურორტის განვითარებას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია