14 | 12 | 2018

განათლების მინისტრი ლანჩხუთელ პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
მინისტრი გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძესთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლანჩხუთის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სახელით პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა რომ, მასწავლებლის საქმიანობა და როლი უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის აღზრდასა და ზოგადად ქვეყნის განვითარების საქმეში. განათლების მინისტრთან შეხვედრას 200-მდე პედაგოგი ესწრებოდა.
განათლების მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე პედაგოგთა მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია