11 | 12 | 2018

15 ივლისს ლანჩხუთმა "ცოცხალ წიგნებს" უმასპინძლა


პროექტი "ცოცხალი წიგნები" საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ უკვე მეორე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თანამედროვე მწერლები და პოეტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მკითხველებს ხვდებიან.
ლანჩხუთმა წელს პროექტს მეორედ უმასპინძლა. შეხვედრა სამუსიკო სკოლაში შედგა. მკითხველებს შეხვდნენ: მარიამ წიკლაური, ნინო გუგეშაშვილი, კატო ჯავახიშვილი, მანანა მენაბდე, გიორგი კეკელიძე, დავით ტურაშვილი, ლევან ლორია და დავით შემოქმედელი.
მანანა მენაბდემ დამსწრეები თავისი განუმეორებელი სიმღერებითაც გაანებივრა.
ლანჩხუთელები ავტორების მიერ წაკითხულ თითოელ ლექსაა თუ მინიატურას აღფრთოვანებით ხვდებოდნენ.
საღამომ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია