15 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიამ დღის ცენტრის აღასაზრრდელებს უმასპინძლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე და ამავე კომისიის წევრები დღის ცენტრ ,,იავნანას“ აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ერთად გასართობ პარკ ,,ციცინათელაში“ იმყოფებოდნენ. 
ბავშვებმა საღამო პარკში გაატარეს . მათ მრავალი ატრაქციონით ისარგებლეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
,, ჩვენი სურვილი იყო ბავშვებისთვის ერთი დღე გაგველამაზებინა”, აღნიშნეს კომისიის წევრებმა. 
უკვე მეორე წელია, სოციალურ საკითხთა კომისიასთან ერთად პარკის ადმინისტრაცია დღის ცენტრის აღსაზრდელებს მასპინძლობს. კომისიამ მადლობა გადაუხადა ,,ციცინათელას" დირექტორს, ნინო ჩხაიძეს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის. თავის მხრივ დღის ცენტრის პედაგოგებმა და ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს კომისიის წევრებს.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია