11 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო , საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო , საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, პირის სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების და გარდაცვალების შესახებ ოქმის შედგენა და გაცემა შეეძლებათ.
სხდომის თავმჯდომარის, რომან ბიწაძის განამრტებით, წარმომადგენელი ვალდებულია, თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო). ასევე, თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ შეადგინოს, გაცეს ოქმი და პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გააგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა ძირითადი საკითხებიც განიხილეს.







საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია