17 | 12 | 2018

გამგებელი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდა

18 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თავის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში თათბირი გამართა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოისმინა სოფლებში არსებული მდგომარეობა და ის საჭირბოროტო საკითხები, რაც სოფელს აწუხებს.
ბატონმა ზაზამ ასევე მოისმინა 8-9 ივლისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია. როგორც ცნობილია, ბოლო მონაცემებით მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ზარალი დაახლოებით 1 700 000 ლარს შეადგენს. დაზიანებულია ხიდები, მილხიდები, შიდა სასოფლო გზები, მდინარის ნაპირები და ა.შ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია