15 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წლის პირველ ნახევარში შემოსულობებმა 7 901 343 ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 50,8%.
გადასახდელების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 648008 ლარი, გეგმის 42,4%, სხვა შემოსავლების სახით მიღებულია 385277 ლარი, გეგმის 28,2%, არაფინანსური აქტივების კლებიდან /გაყიდვა/ მიღებულია შემოსავალი 312792 ლარი, წლიური გეგმის 44,7%, გრანტის სახით - 6555266 ლარი, გეგმის 54,8%, აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი 3547800 ლარი, მიზნობრივი - 109800 ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები - 1680136 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში - 62370 ლარი, სტიქიით მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციოდ - 1155160 ლარი. წლის დარჩენილ პერიოდში შემოსავლების სახით ბიუჯეტში უნდა შემოვიდეს 2 251 123 ლარი. 
მიმდინარე წლის 6 თვეში გაიხარჯა 7895173 ლარი, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გაიხარჯა 148433 ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაფინანსება 54053 ლარი. 
მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული შესყიდვების გეგმის ჯამი შეადგენს 670 480 ლარს, ცენტრალური ბიუჯეტით დაფინანსებული შესყიდვების გეგმის ჯამი შეადგენს 6 444 479 ლარს. სულ გამოცხადდა 41 ტენდერი, ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 583128 ლარი. 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულების შესაბამისად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამუშაოების შესრულების მიზნით ამავე განკარგულებით გამოყოფილია 3491156 ლარი. ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულებები და მიმდინარეობს სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა თანადაფინანსება 130000 ლარის ოდენობით. 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის N265 განკარგულების შესაბამისად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის გამოიყო 806256 ლარი. გამოყოფილი თანხიდან 50000 ლარის ოდენობით განხორციელდა რგფ-ის პროექტების თანადაფინანსება. დარჩენილი თანხა განაწილებული იქნა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე დასმული პრობლემების გათვალისწინებით. გამოყოფილი თანხით სულ სოფლებში დაფინანსდება 76 პროექტი. 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის N964 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 850000 ლარი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია