15 | 12 | 2018

ლანჩხუთელი მოჭიდავეები შეკრებიდან დაბრუნდნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები, როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, საწვრთნელ-გამაჯანსაღებელ შეკრებას დაბა სურამსა და ქობულეთში გადიოდნენ.
შეკრებაში სვადასხვა ასაკის 18 ბავშვი მონაწილეობდა.
ბავშვებს შეკრებაზე ახლდნენ მწვრთნელები: ზაზა ღლონტი, დავით მჟავია და კახა აფხაზავა. მათი თქმით, შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა.
"ძალიან მაღალი დონის შეკრება იყო. მთავარი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმო. სურამში სენაკელმა და ჩვენმა სპორტსმენებმა გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი ვარჯიშები ჩაატარეს, რაც აუცილებლად წაადგება ორივე მხარეს" - გვითხრა კახა აფხაზავამ.
შეკრებიდან მწვრთნელები და სპორტსმენები კმაყოფილები დაბრუნდნენ.
"ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზაზა ურუშაძეს გულისხმიერებისა და თანადგომისთვის. ის მთელი შეკრების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა. ასევე მადლიერები ვართ სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობის მიმართ" - დასძინა მწვრთნელმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია