11 | 12 | 2018

ბიუროს სხდომა გაიმართა

19 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო ბიუროს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკითხის შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განმარტებები გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ ისაუბრა.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლი
ვალდებულია, პირის სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ შეადგინოს, გაცეს ოქმი და პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გააგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში“, აღნიშნა მომხსენებელმა. 
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შექმნის, თავმჯდომარის არჩევისა და პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N87 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ , საკითხის შესახებ გიორგი ჩახვაძემ ისაუბრა. 
საკითხები, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ობიექტისათვის ნომრის მინიჭების შესახებ“ და „ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ობიექტისათვის ნომრის მინიჭების შესახებ“ ბიუროს გააცნო მომხსენებელმა ლევან ჩხაიძემ.
საკითხი, რომელიც შეეხება ,, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ დაქვემდებარებაში არსებული სამუსიკო სკოლის მოსაწავლეთა გარკვეული კატეგორიისათვის შეღავათების დაწესების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივას , ბიუროს გააცნო ამავე კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ. ინიციატივა, სკოლის სოციალურად დაუცველი ოჯახებისა შვილებისა და ერთი ოჯახიდან ორი და მეტი შვილისთვის სწავლება აღნიშნულ სასწავლებელში უფასო გამხდარიყო, ბიუროს წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მოიწონეს. 
ბიურომ მოისმინა საკითხი, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონებსი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ქონების საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 
საკითხებში ,,სხვადასხვა“ დეპუტატებმა სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. 
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. 
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომა მიმდინარე წლის 29 ივლისს, 10 საათზე გაიმართება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია