10 | 12 | 2018

თემურ ფირცხალაიშვილის დაბადების დღე აღნიშნეს

გუშინ პოეტ თემურ ფირცხალაიშვილს დაბადებიდან 55 წელი შეუსრულდა.
ამქვეყნიდან უდროოდ წასული პოეტის დაბადების დღეს მისივე სახელობის შემოქმედთა მუზეუმი ყოველთვის აღნიშნავს. წელსაც პოეტის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სტუმართა შორის იყვნენ თემურის მეგობრები, თანაკურსელები, მეზობლები, ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ, უყვართ თემური.აქვე იყო საქართველოს ბულბულად მონათლული ჰამლეტ გონაშვილის მეუღლე შვილიშვილთან ერთად. საღამოს ესწრებოდა მუზეუმთან არსებულ შემოქმედთა წრის ყველაზე ნორჩი წევრი ქრისტინე ბოლქვაძე.
ითქვა, რომ თემურის სახლში შემოქმედთა მუზეუმის არსებობა პოეტის უკვდავყოფის მანიშნებელია.
"ის ჩვენ შორის ახლაც დააბიჯებს" - აღინიშნა საღამოზე.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები.წარმოშობით ლანჩხუთელმა პოეტმა და მომღერალმა ინგა გოგუაძემ თემურის ლექსებზე შექმნილი საკუთარი სიმღერები შეასრულა.
პოეტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია