14 | 12 | 2018

კომისიის სხდომა ჩატარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს, დღეს მორიგი სხდომა გამართა. სხდომას კომისიის რვა წევრი ესწრებოდა.
მოქალაქეები, რომლებსაც სათანადო დოკუმენტაცია ჰქონდათ წარმოდგენილი, ამა თუ იმ სახის დახმარებას ითხოვდნენ.
სხდომაზე გადაწყდა, რომ დახმარება გაეწეოდა 56 ადამიანს, ხოლო ამ მიზნით გასაცემმა თანხამ 13 450 ლარი შეადგინა.
უნდა ითქვას, რომ ქალაქ ლანჩხუთში, თავისუფლების მეორე ჩიხის ნომერ ხუთში მცხოვრებ რუსუდან მანაგაძე-წულაძეს, რომელსაც სულ ახლახან ხანძრის შედეგად მთლიანად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, გამგეობა ათასი ლარით დაეხმარება. ამასთან, ქალბატონი რუსუდანი და მისი ვაჟი ჩაერთვებიან ქირავნობის პროგრამაში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია