17 | 12 | 2018

ნიგოითის მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვს

დღეს ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას, რომელიც ბუნებრივი აირის გაყვანას ითხოვდა, გამგებლის პირველი მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი ვასილ აბუსერიძე, გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე და საკრებულოს წევრი თემურ ალექსაია.
შეხვედრაზე გაირკვა, რომ მოსახლეობა ასევე წყლისა და შიდა მიმოსვლის გზების საკითხის მოგვარებასაც ითხოვდა.
გამგებლის პირველმა მოადგილემ აცნობა მათ, რომ 2017 წლიდან ნიგოითში დაიწყება ბუნებრივი აირის მაგისტრალის პროექტირება. რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს, ნუგზარ ცინცაძემ შესთავაზა მათ, რომ ჩამოსულიყვნენ გამგებელთან და პირადად ეცნობებინათ მათი პრობლემები.
ცნობისათვის, ნიგოითში უკვე მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა, რისთვისაც 363 327 ლარია გამოყოფილი. 
სოფლის პროგრამით 2016 წლისთვის ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოყოფილია 69 725 ლარი, მ.შ. ქვიანი - 17 377; ჩოლობარგი - 14 180; ჭყონაგორა - 13 795; ჯაპანა -მ8385; ნიგოითი - 15 988 ლარი.
სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილია - 16 272 ლარი.
რაც შეეხება გასულ წლებს, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდა წყალმომარაგების სისტემა; რამდენჯერმე შეკეთდა ჯიხეთის დედათა მონასტრისკენ მისაასვლელი გზა (მთლიანობაში დაიხარჯა 7700 ლარი), ასევე ჯიხეთის მონასტერს მოუწესრიგდა წყლის სისტემა და ამ ეტაპზე მთის ფერდობიდან გაყვანილია წყალი (დაიხარჯა 2441 ლარი); სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღსადგენად დაიხარჯა 75 840 ლარი; სოფელ ქვიანში რეაბილიტირდა შიდა მიმოსვლის გზა; გაიწმინდა კვლები, მდინარეზე მოეწყო ნაპირსამაგრი (დაიხარჯა 15 279 ლარი). ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე რკინა-ბეტონით ჩამოისხა სასაფლაოსთან მისასვლელი გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი (13 315 ლარი).
სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში როგორც წელს, ასევე მომავლშიაც გაგრძელდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია