11 | 12 | 2018

ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

22 ივლისს ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი სხდომის თავმჯდომარე, ბესო ტაბიძემ გააცნო კომისიის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკითხების შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ობიექტისათვის ნომრის მინიჭების შესახებ“ და „ქ. ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ობიექტისათვის ნომრის მინიჭების შესახებ“ განმარტებები გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა , ლევან ჩხაიძემ გააკეთა. კომისიამ ა(ა)იპ ..ლანჩხუთი-სერვისის“ 6 თვის საქმიანობის შედეგები მოისმინა, რომელიც ამავე სამსახურის დირექტორმა, თენგიზ ჭიჭილეიშვილმა წარმოადგინა. 
მან აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „ლანჩხუთი-სერვისი“-ს საქმიანობას წარმოადგენს დაგვა-დასუფთავება (სოფ. ჯაპანიდან გრიგოლეთის ჩათვლით), ნარჩენების გატანა, ქალაქის კეთილმოწყობა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, ქალაქში მოხეტიალე პირუტყვის ზედამხედველობა და ქალაქში არსებული ექვსი სასაფლაოს მოვლა.
მისივე თქმით, 1-ელი ივლისის მდგომარეობით ხარჯმა შეადგინა 257 057 ლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდა შტატითა და შტატგარეშე მომუშავებათა ანაზღაურებას, სასაფლაოს ზედამხედეველობას, მეველეების შრომის, დაგვა-დასუფთავების მძღოლების, მუშებისა და მეეზოვეების,გამწვანების მუშებისა და სპეციალისტების ანაზღაურებას, საწვავის, ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების შეძენას, ავტომანქანის სარემონტო მომსახურებას, ოფისის ხარჯებსა და სხვა საქონელსა და მომსახურებას.
კომისიამ ასევე ა(ა)იპ ,,ტექ-სერვისის“ მიერ გაწეული მუშაობის ექვსი თვის ანგარიში მოისმინა, რომელიც დირექტორმა ირაკლი ჩხაიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, სულ 2016 წლის 6 თვის ბიუჯეტის ხარჯმა შეადგინა 188732 ლარი. რომლის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა ვალდებულებების განხორციელება. 
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ბესო ტაბიძემ წევრებთან ერთად მოქალაქეების განცხადებებიც განიხილა, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხებოდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია