15 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ , ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის“, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ექვის თვის ანგარში მოისმინა
აღნიშნული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა ვრცლად ისაუბრეს ექვსი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ. 
სხდომაზე ასევე ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ ჩატარებული გეგმიური მონიტორინგის შედეგები განიხილეს. 
როგორც სხდომის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ აღნიშნა, სოციალურ საკითხთა კომისიამ მონიტორინგი ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში“ მიმდინარე თვის დასაწყისში განახორციელა, რომლის მიზანი პრობლემების მოგვარების გზით არესებული სიტუაცუიის გაუმჯობესება გახლდათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია