19 | 12 | 2018

ლანჩხუთელი გიორგი შოთაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი, ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღზრდილი გიორგი შოთაძე (50 კგ) ევროპის ჩემპიონია. 
გუშინ, სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის პირველობაზე გიორგი შოთაძემ ევროპის ჩემპიონატი უნგრელი რაიმუნდ ფარკასის ძლევით (8:1) გახსნა. ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მუსლიმ ამაევი (8:2), აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი (6:4) და კიდევ ასევე რუსი რუსლან გაჯიევი (2:1) დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხ სამველ გრიგორიანს ძალიან ადვილად მოუგო - წუთსა და 37 წამში 11 უპასუხო ქულა აუღო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია