19 | 12 | 2018

სატენდერო კომისია გაიმართა

დღეს სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს. კომისიამ განიხილა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენის მიზნით დაზუსტებული სატენდერო წინადადებები. შპს „სამკუთხედს“ მიეცა დისკვალიფიკაცია. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის ხელახლა გამოცხადების შესახებ.
კომისიამ ასევე იმსჯელა გაბიონების მოწყობის მიზნით გამოცხადებული სატენდერო წინადადების შესახებ. შპს „სამკუთხედს“ კვლავ დისკვალიფიკაცია მიეცა, ხოლო შემდეგ პრეტენდეტს „ალფა+“-ს ეთხოვა სატენდერო წინადადების დაზუსტება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია