15 | 12 | 2018

ფრაქციის მორიგი სხდომა გაიმართა

25 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომის თავმჯდომარე კახა ურუშაძემ ფრაქციის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
საკითხის შესახებ, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ქონების საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, გიორგი ფაცურიამ ისაუბრა. 
მანვე წარმოადგინა საკითხი, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭყონაგორაში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. 
როგორც მომხსენებელმა განმარტა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მოსაზრებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ჭყონაგორაში მდებარე უძრავი ქონების (სარიტუალო დარბაზის) ქირის საწყისის წლიური საფასურის ოდენობა და ქირის წლიური საფსური განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის (48500 ლარი) 5%-ის - 2425 ლარის ოდენობით.
საკითხის შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ ისაუბრა. 
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირის სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ შეატყობინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს და პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ შეადგინოს, გაცეს ოქმი და პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გააგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა უზრუნველყოს გამგეობის დებულებაში ცვლილების შეტანა“.
საკითხი, ,, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ დაქვემდებარებაში არსებული სამუსიკო სკოლის მოსაწავლეთა გარკვეული კატეგორიისათვის შეღავათების დაწესების თაობაზე“ წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივას . აღნიშნული საკითხი ფრაქციას გააცნო ამავე კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ. ინიციატივის მიხედვით, სწავლების საფასურიდან გათავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახები და შეღავათები დაუწესდება იმ ოჯახებს, რომლიდანაც სწავლობს ორი ან მეტი ბავშვი.
როგორც ია ჩხაიძემ აღნიშნა, კომისიის მიერ ინიცირებული საკითხი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის. ის ხელს შეუწყობს შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები მოსწავლე-ახასლგაზრდების მუსიკალური განათლების ხელმისაწვდომობას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია