11 | 12 | 2018

ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩახვაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა კომიიის წევრებთან ერთად.
როგორც სხდომის თავმჯდომარემ საკითხის განხილვისას აღნიშნა, ძალადაკარგულად გამოცხადდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N87 განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შექმნის, თავმჯდომარის არჩევისა და პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ . 
როგორც კომისიამ განიხილა, ცვლილებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ქონების საპრივატიზაციო გეგმაში, რომელიც განპირობა რამოდენიმე ობიექტების პრივატიზირებამ და ასევე და საპრივატიზაციო ნუსხასა და გეგმაში რამდენიმე ახალი ობიექტის დამატებამ . 
კომისიამ განიხილა საკითხი, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისსაკუთრებაში არსებული ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭყონაგორაში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურისა და ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. 
სოფელ ჭყონაგორაში მდებარე უძრავი ქონება ის (მიწის (უძრავი ქონების) აუდიტის მიერ შეფასებულია 44 000 ლარად, ხოლო 2012 წელს ამ უძრავი ქონების სარიტუალო დარბაზად მოსაწყობად შეძენილი იქნა ინვენტარი, რომელიც აუდიტორული დასკვნის შედეგად შეფასებულია და მისი ღირებულებაა 4500 ლარი. 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მოსაზრებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ჭყონაგორაში მდებარე უძრავი ქონების ქირის საწყისის წლიური საფასურის ოდენობა და ქირის წლიური საფსური განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის (48500 ლარი) 5%-ის - 2425 ლარის ოდენობით.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია