11 | 12 | 2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი სხდომის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილმა გააცნო დამსწრეებს.
საკითხის შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მოხსენება გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა.
,, ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის განმარტებითი ბარათით გამოიკვეთა, რომ აუცილებლობას წარმოადგენს ცენტრალური საავადმყოფოს ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანსება 4000 ლარით, რომელიც ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული. საფინანსო სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია კეთილმოწყობის სამშაოების დაფინასება განხორციელდეს გამგეობის ტრანსპორტის ტექნიკის და ექსპლუატაცის მოვლა შენახვის ხარჯების მუხლის 4000 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები 4000 ლარით.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის N964 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს გამოეყო 850000. აქედან, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მიიმართა 351156 ლარი და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებზე 498844 ლარი. ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დამატებითი წერილით დაზუსტებული იქნა პროექტები და გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოებზე განისაზღვრა 307209 ლარი, ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებზე 542791 ლარი“, აღნიშნა მომხსენებელმა. 
როლანდ ლაშხიას განმარტებით, მთავრობის განკარგულებით მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1652300 ლარი ივლისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად. აღნიშნული თანხა მოხმარდება, ხიდების აღდგენაs, გზის სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას. 
,,განხილული იქნა ა(ა)იპ უფასო სასადილოს წერილი და მიზანშეწონილად ჩაითვალა რომ, სუბსიდიის მუხლი შემცირდეს 200 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 200 ლარით, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის წერილის საფუძველზე შემცირდა სხვა ხარჯების მუხლიდან 3200 ლარი და შესაბამისად გაიზარდოს სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი 3200 ლარი. 
აღნიშნული ცვლილებების ბიუჯეტში ასახვის მიზნით მიზანშეწონილია დაიწყოს ბიუჯეტში ადმინისტრაციული წარმოება“, აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია