19 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციაურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ-ების ექვსი თვის ანგარიში მოისმინეს. კომისიის თავმჯდომარე, ია ჩხაიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო დამსწრეებს.
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლის“ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები ცენტერის ხელმძღვანელმა, დურმიშხან ჩხაიძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა მიმდინარე წლის წარმატებებზე, სკოლის გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს საფეხბურთო ტურნირებში, სკოლის საშეჯიბრო გუნდი მონაწილეობს საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში. გუნდის წევრები ასევე თამაშობენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლებმაც მონაწლეობა მიიღეს აპრილის თვეში უეფას ეგიდით ბულგარეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში, გუნდი ემზადება ევროპის პირველობაზე მონაწეილეობის მისაღებად, რომელიც პორტუგალიაში ოქტომბერში ჩატარდება. ექვის თვის მდგომარეობთ, ათვისებული სუფსიდია შეადგენს 32234 ლარს. 
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „ბავშვთა საფეხბურთო სკოლის“ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები სულხან წილოსანმა მიმოიხილა.
მისი თქმით, სკოლაში ირიცხება 180 ბავშვი, რომელებიც მომზადებას გადის შვიდ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. სკოლა მონაწილეობას ღებულობს ქვეყანაში არსებულ ფედერაციების მიერ გამართულ სხვადასხვა გათამაშებებსა და ტურნირებში. 
ამჟამად მიმდინარეობს გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობა. ასევე იგეგმება გვიმბალაურის სტადიონზე ტრიბუნის მოწყობა ინდივიდუალური სკამებით, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 6 თვის მდომარეობით, დახარჯულია 68820, 70 ლარი.
კომისიამ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ექვსი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები ოთარ ჩხაიძისგან მოისმინა. 
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სპორტული ცენტრის“ ექვსი თვის ანგარიში გურამ იმნაიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით ექვის თვის განმავლობაში გახარჯულია 198832 ლარი, მიმდინარე წელს სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეულია წარმატებები. აქედან აღსანიშნავია ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 13 ოქროს, 8 ვერცხლისა და 14 ბრნჯაოს მედალი აქვთ აღებული, კარეტეში 26 ოქრო, 5 ვერცხლი, 11 ბრინჯაო. ასევე წარმატებულია სხვა სახეობებიც. 
,,სულ მალე გვექნება ახალი სპიორტული ცენტრის შენობა, სადაც მეცადინეობები კარგ პირობებში ჩატარდება და შესაბამისად, შედეგებიც კარგი გვექნება“, აღნიშნა გურამ იმნაიშვილმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია