14 | 12 | 2018

,,ევროატლანტიკური მომავლისათვის" სხდომა გაიმართა

22 ივლისს ლანჩხუთის მუნციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ გააცნო დამსწრეებს.
საკითხის შესახებ, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მოხსენება გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა. მანვე წარუდგინა ფრაქციას 2016 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში. 
რაც შეეხება საკითხს, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ქონების საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, განმარტებები ფრაქციის სხდომაზე გიორგი ფაცურიამ გააკეთა. 
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმაში ცვლილება განპირობებულია ნუსხასა და გეგმაში ასახული რამოდენიმე ობიექტების პრივატიზირების და საპრივატიზაციო ნუსხასა და გეგმაში რამდენიმე ახალი ობიექტის დამატების გამო“, აღნიშნა გიორგი ფაცურიამ. 
ფრაქციის სხდომაზე მოწვეული იყო გამგეობის ინფტასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ლევან ჩხაიძე. ფრაქციის წევრებმა შეკითხვები დაუსვეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ. 
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის N964 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს გამოეყო 850000 ლარი, რომელიც გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მიიმართა.
სხვადასხვა საკითხების ფორმატში ფრაქციამ გაზიფიცირებისა და მოედნის კარიერთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ ისაუბრა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია