11 | 12 | 2018

მიღება გამგებელთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძეს მოსახლეობის მიღების დღე ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ გამგებელი ადგილობრივ მაცხოვრებელებს ყოველი კვირის სამშაბათობით ხვდება, სადაც ლანჩხუთელები ბატონ ზაზა ურუშაძეს თავიანთ პრობლემებს პირადად აცნობენ.
მიღებაზე გამგებელთან მისულ ადამიანებს უმეტესად ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღება სურთ, თუმცა არის გამონაკლისიც. ასე მაგალითად, დღეს გამგებელთან იმყოფებოდნენ ქალაქ ლანჩხუთის საფო მგელაძისა და ცაბაძის ქუჩების მაცხოვრებლები.
საფო მგელაძის ქუჩის მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებლების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ წვიმის დროს სახლის კედლებიდან წვიმის წყალი ჟონავს. გამგებელმა შესაბამისი სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს საკითხის ადგილზე შესწავლა დაავალა.
რაც შეეხება ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, მათი პრობლემა სასმელი წყლის მიუწოდებლობაა. როგორც გაირკვა, მიმდებარე ქუჩიდან წყლის მილის გაყვანა სირთულეს არ წარმოადგენს. ბატონი ზაზა დაუკავშირდა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის გაერთიანებული სერვისცენტრის" უფროსს და პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 
მიღებაზე ასევე იმყოფებოდა სუფსის მაცხოვრებელი ვასილ გოგუაძე, რომელსაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაუნგრია. მოქალაქეს აცნობეს, რომ შეუძლია განცხადებითა და შესაბამისი დოკუმენტებით შეუძლია მიმართოს გამგეობას და მას შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარებიან.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია