11 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ცხოველების თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია

2016 წლის პირველ ნახევარში ქვეპროგრამის, „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია“ ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ცხოველების თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
ვაქცინაცია განხორციელდა 49 დასახლებულ პუნქტში, 4172 სადგომში, სადაც თურქულის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 21 380 სული მსხვილფეხა და 686 სული წვრილფეხა პირუტყვი, ჯილეხის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულია 581 მსხვილფეხა და 17 წვრილფეხა პირუტყვი, 114 ცხენი.
ვაქცინაცია ჩატარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს შტატგარეშე ვეტერინარი ექიმების მიერ. ცნობისათვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ემსახურება 12 შტატგარეშე ვეტერინარი სპეციალისტი. 
ვაქცინაციის ჩატარებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან კოორდინაციას უწევდა გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება და გამგებლის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია