19 | 12 | 2018

სტუმრები ძეგლთა დაცვის დეპარტამენტიდან

გუშინ ლანჩხუთში იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები: გიორგი ბურჯანაძე- საინფორმაციო სისტემის სამსახურის ადმინისტრატორი; ზურაბ კობახიძე - რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტი და სულხან კვიჟინაძე - ამავე სამსახურის მთვარი სპეციალისტი.
სტუმრები ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურისა და კომისიის ხელმძღვანელებს. შეხვედრას, სააგენტოს წარმომადგენელთა მოთხოვნით, ასევე ესწრებოდნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებიც.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სააგენტოში იქმნება კულტურული მემკვიდრეობის ბაზა, რომლის შემუშავებაშიაც მონაწილეობა ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს.
ბაზის შექმნის პროცესის დროს ტრენინგები და მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია