11 | 12 | 2018

ზაზა ურუშაძემ გამგებლის ახალი წარმომადგენელი ვასილ ურუშაძე ოფიციალურად წარადგინა

1 აგვისტოსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ გამგებლის ახალი წარმომადგენელი, ვასილ ურუშაძე ოფიციალურად წარადგინა.
მაჩხვარეთში გამგებლის უკვე ყოფილი წარმომადგენლის, გურამ იმნაიშვილის ა(ა) იპ "სპორტული ცენტრის" დირექტორად დანიშვნის შემდეგ აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმომადგენელი არ ჰყავდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, არჩევანი ვასილ ურუშაძეზე შეჩერდა, რომელიც მაჩხვარეთში, კერძოდ კი სოფელ ორაგვეში ცხოვრობს.
წარდგენის დროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს თან ახლდნენ მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და გამგებლის თანაშემწე, სოფიო ჩხაიძე.
"ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ ლანჩხუთის 16-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება. ვიცი, რომ მაჩხვარეთში გაზიფიცირება დასრულებული არაა და 60 ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ოჯახები მომავალი წლისთვის ბუნებრივი აირის გარეშე აღარ იყვნენ. 
მინდა ასევე გაცნობოთ, რომ 2013-2015 წლებში მაჩხვარეთში დაიხარჯა 607 690 ლარი: სოფლის მხარდაჭერის პროგრამით - 88 734 ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე - 315 027 და სტიქიის სალიკვიდაციოდ - 203 929 ლარი," - განუცხადა ზაზა ურუშაძემ სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას.
2016 წლისთვის მაჩხვარეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილია 24 011 ლარი. პროგრამის ფარგლებში შესრულდება შემდეგი სამუშაოები:
სოფელ მაჩხვარეთში საძოვრისა და საყანე ფართობის შემოღობვა - 12 103 ლ.; ორაგვეში შიდა გზებზე ცხაურების მოწყობა - 4 801 ლარი და ჯუნმერეში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა - 7 107 ლარი.
ინფრასტრუქტურული პროგრამით მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხებისა და გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა, რომლის ღირებულება 120 000 ლარია. 
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაეობისთვის 2016 წელს მაჩხვარეთში გამოყოფილია 165 612 ლარი. 
საერთო ჯამში 2016 წელს მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოყოფილია 309 623 ლარი.
ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან 2013-2016 წლებში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაკმაყოფილდა 63 ბენეფიციარის განცხადება. დღეის მდგომარეობით გაცემულმა თანხამ შეადგინა 15 600
ლარი.











საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია