17 | 12 | 2018

რვა აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან რვა წელი გადის

 

 

წელს, რვა აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან რვა წელი გადის. იმ ტრაგიკულ ომში ლანჩხუთმა სამი ვაჟკაცი დაკარგა.

ვასილი 1980 წელს დაიბადა, არასრული საშუალო განათლება რუსულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი ლანჩხუთის კოლეჯში სწავლობდა. 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამახურში გაიწვიეს, შემდეგ კი 3 წელი ქუთაისში, კომანდოს ბატალიონის საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა. 2004 წელს სამაჩაბლოში იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, დედა თხოვდა, აღარ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, რადგან სამაჩაბლოს ომის დროს, ვასილი 2 დღე დაკარგული იყო, ჯარისკაცები ალყაში ყოფილან, დაჭრილებიც ბევრი იყო, სასწრაფოც კი ვერ ახერხებდა თურმე შესვლას. 2 დღის შემდეგ კი, მოუხერხებიათ ალყიდან მათი გამოყვანა. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მან კვლავ გააგრძელა კომანდოში სამსახური_ამჯერად 4 წლიანი ხელშეკრულებით. 2007 წელს ერაყში იმყოფებოდა საბრძოლო მისიით, სადაც 7 თვე დაჰყო და 2008 წლის თებერვალში სამშობლოში დაბრუნდა. აგვისტოში კი საკუთარი სამშობლოს მიწა-წყლის დასაცავად მოუხდა ბრძოლა.

რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ. ნიგოითის სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. შემდეგ კვლავ სოფელში დაბრუნდა. 
კაპრალი რუსლან წულაძე შინდისში, 11 აგვიტოს გმირეულად დაიღუპა. მას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა მედალი მხედრული მამაცობისთვის.

კაპრალი ემზარ წილოსანი 1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს… სკოლაში კარგად სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლანჩხუთის ბაზაზე მოიხადა.ემზარი 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, ტრაგიკულად დაიღუპა. იგი 29 წლის იყო. მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი გარდაცვალების შემდეგ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია