19 | 12 | 2018

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს. მთავრობის #1409 განკარგულების თანახმად, 8 ივლისის სტიქიის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 1 652 300 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების და სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და საპროექრო-სახარჯთაღრიცხვო სატენდერო დოკუმენტაციის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაიწყება აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე, რაც ხიდის აღდგენას ითვალისწინებს, ლესასა და ჯურუყვეთში ხიდების აღდგენა, ნიგვზიანში სამანქანე ხიდის მოწყობა, ქალაქში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ხიდებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა და ა.შ.

 

 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია