10 | 12 | 2018

ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ სხდომა გაიმართა

26 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომის თავმჯდომარე ნონა მურვანიძემ ფრაქციის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.
საკითხის შესახებ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მოხსენება გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააკეთა.
,, ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის განმარტებითი ბარათით გამოიკვეთა, რომ აუცილებლობას წარმოადგენს ცენტრალური საავადმყოფოს ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების დაფინანსება 4000 ლარით, რომელიც ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული. საფინანსო სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია კეთილმოწყობის სამშაოების დაფინასება განხორციელდეს გამგეობის ტრანსპორტის ტექნიკის და ექსპლუატაცის მოვლა შენახვის ხარჯების მუხლის 4000 ლარის შემცირების ხარჯზე.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის N964 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს გამოეყო 850000. აქედან, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოებზე მიიმართა 351156 ლარი და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებზე 498844 ლარი. ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დამატებითი წერილით დაზუსტებული იქნა პროექტები და გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოებზე განისაზღვრა 307209 ლარი, ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებზე 542791 ლარი“, აღნიშნა მომხსენებელმა. 
როლანდ ლაშხიას განმარტებით, მთავრობის განკარგულებით მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1652300 ლარი ივლისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად. აღნიშნული თანხა მოხმარდება, ხიდების აღდგენას, გზის სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებას. 
,,განხილული იქნა ა(ა)იპ უფასო სასადილოს წერილი და მიზანშეწონილად ჩაითვალა რომ, სუბსიდიის მუხლი შემცირდეს 200 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 200 ლარით, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის წერილის საფუძველზე შემცირდა სხვა ხარჯების მუხლიდან 3200 ლარი და შესაბამისად გაიზარდოს სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლი 3200 ლარი.“, აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციამ მოსაზრებები დააფიქსირა და გარკვეული თავისი შენიშვნები გამოთქვა. 
საკითხის შესახებ, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ქონების საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, გიორგი ფაცურიამ ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმაში ცვლილება განპირობებულია ნუსხასა და გეგმაში ასახული რამოდენიმე ობიექტების პრივატიზირების და საპრივატიზაციო ნუსხასა და გეგმაში რამდენიმე ახალი ობიექტის დამატების გამო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია