15 | 12 | 2018

წინასაპროექტო შეხვედრა ნიგოითში

2 აგვისტოსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საინჟინრო-საპროექტო და საამშენებლო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან გვენცაძე და ჯგუფის წევრები ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა საზოგადოებრივი ცენტრის დარბაზში შედგა. შეხვედრას გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძეც ესწრებოდა.
როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან გვენცაძემ განაცხადა, ეს შეხვედრა უკვე წინასაპროექტო, მოსამზადებელი შეხვედრაა, რომლის შემდეგაც უკვე დაიწყება პროექტზე მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ აქცია გამართა სწორედ ბუნებრივი აირის მოთხოვნით. აქციაზე მოსახლეობას ეცნობა, რომ საპროექტო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყებოდა. გამგებლის დანაპირები ძალიან მალე შესრულდა და ხსნებული ადმინისტრაციული ერთეული 2017 წლისთვის ბუნებრივი აირით მომარაგდება.
ამავე დღეს გამგებელმა ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მეშენებლობა მოინახულა, რისთვისაც რეგიონული ფონდიდან 363 327 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „დამბა“ ასრულებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია