10 | 12 | 2018

დასუფთავების აქცია

კომპანია „ჯეოსელის“ ინიციატივით, დაიწყო ინოვაციური პროექტის „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ განხორციელება, რომელიც გულისხმობს ჯეოსელის მობილური ინტერნეტის მეშვეობით შიდა ტურიზმის წახალისებას და ამავდროულად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გარემოს მოვლის კუთხით. შექმნილია სპეციალური აპლიკაცია “მოვლა”, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს მოგზაურობისას შეუძლია გადაიღოს დანაგვიანებული ადგილები და აპლიკაციის მეშვეობით გაუზიაროს სხვებს. აღნიშნული ლოკაციების მოწესრიგება სხვადასხვა ადამიანების, მოხალისეთა ჯგუფების და დასუფთავების სამსახურის ჩართულობით მოხდება.
აქციაში ჩართულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასუფთავოდ საქართველოსა“ და მოხალისეების ჯგუფთან ერთად ახდენს დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია