11 | 12 | 2018

რვა წელი გავიდა 2008 წლის რვა აგვისტოდან

რვა წელი გავიდა 2008 წლის რვა აგვისტოდან. ლანჩხუთმა ამ ომში სამი ვაჟკაცი დაკარგა: ვასილ სმირნოვი, რუსლან წულაძე და ემზარ წილოსანი. აქედან ორი, რუსლანი და ემზარი შინდისის გმირები არიან.
ადგილობრივი ხელისუფლება, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი ყოველი წლის რვა აგვისტოს პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ ვაჟკაცებს.
ტრადიცია წელსაც არ დაირღვა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ტაძრის მოძღვარმა მღვდელმა გიორგი ცქიტიშვილმა გადაიხადა. ამის შემდეგ კი მათ გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 200-200 ლარი გადასცა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია