14 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ინფორმაციით

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილების #349 თანახმად, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლისა და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით: მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გაწვეული იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია