11 | 12 | 2018

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში 17 ქართველი რუსული არმიის ასეულს შეეტაკა

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში 17 ქართველი რუსული არმიის ასეულს შეეტაკა.
ალექსანდრე, რომანი, ვეფხია, მიხეილი, ირაკლი, ილია, მარლენი, ემზარი, რუსლანი, შმაგი, ფელიქსი, ნიკოლოზი, ლევანი, ილია, თეიმურაზი, ზვიადი, კახა - აი, ამ გმირების სახელები, რომელთაგან ორი, ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე ლანჩხუთელები იყვნენ.
ამ ბრძოლაზე ძალიან ბევრი დაწერილა. ჩვენ მხოლოდ ერთს ვიტყვით: ეს იყო ქართველთა გმირობის შესაშური მაგალითი, რომელმაც მტერიც კი გააოცა.
როგორც ყოველ წელს 2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება შინდისში დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრებთან ჩადის და პატივს მიაგებს გმირების ხსოვნას. შინდისში იმყოფებიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია