10 | 12 | 2018

„გურიის მოამბის“ ვებ.გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია ლანჩხუთის გოგონათა სარაგბო გუნდის შესახებ არასწორი და არაობიექტურია

„გურიის მოამბის“ ვებ.გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია ლანჩხუთის გოგონათა სარაგბო გუნდის შესახებ არასწორი და არაობიექტურია.
გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო-საფეხბურთო სკოლა "ფირალები" ცალკე ა(ა)იპ-დ გასული წლის იანვარში ჩამოყალიბდა. ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელია დურმიშხან ჩხაიძე.
2016 წლისთვის ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 65 ათასი ლარია. სკოლაში 110 მოსწავლე სწავლობს, სულ ექვსი ჯგუფია.
უნდა ითქვას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ლანჩხუთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მსგავსი ტიპის ა(ა)იპ არსებობს და ასეთი პრეცენდენტი არცერთ სხვა მუნიციპალიტეტში არაა. სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ სკოლა ცალკე არასამეწარმეო იურიდიულ პირად ჩამოყალიბებულიყო, ჰქონოდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ნამდვილად აქცევს მნიშვნელოვან ყურადღებას ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და გენდერულ საკითხებს. 
"ფირალები" მონაწილეობას იღებენ ქალთა ეროვნული ფეხბურთის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში წელს პირველად ტარდება და პირველი წრის შედეგებით, ჩვენებურები მესამე ადგილზე არიან.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიმდინარე წლის 23 ივნისს აღნიშნული სკოლის მოსწავლეებსა და მწვრთნელებს საჩუქრები და დიპლომები გადასცა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია