14 | 12 | 2018

რვა წელი შინდისის ბრძოლიდან

”ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები”... - ეს ნაწყვეტია შინდისის ერთ-ერთი გმირის, მიხეილ დვალიშვილის ლექსიდან.
ალექსანდრე, რომანი, ვეფხია, მიხეილი, ირაკლი, ილია, მარლენი, ემზარი, რუსლანი, შმაგი, ფელიქსი, ნიკოლოზი, ლევანი, ილია, თეიმურაზი, ზვიადი, კახა - შინდისის გმირების სახელები მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს. ამ ბრძოლაში ორი ლანჩხუთელი ბიჭი - ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე - დაიღუპა.
ეს იყო ქართველთა გმირობის უბადლო მაგალითი, რომლის მაგვარს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად იპოვის მავანი. 17 ქართველი ვაჟკაცი უთანასწორო ბრძოლაში რუსულ ასეულს ნახევარი საათის მანძილზე ებრძოდა. შეტაკების დასასრულს კი რუსმა გენერალმა დიდხანს ვერ დაიჯერა, რომ მხოლოდ 17 კაცი უწევდა ასეთ წინააღმდეგობას.
ყოველი წლის 11 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება შინდისში დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს გმირების ხსოვნას. წელს შინდისში იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ხელაძე, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი შოთა ფირცხალაიშვილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია