11 | 12 | 2018

საჩუქარი 103 წლის მარიამ ჩხარტიშვილს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ცინცაძემ გუშინ ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 103 წლის მარიამ ჩხარტიშვილს ფულადი საჩუქარი, 200 ლარი გადასცა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პროგრამებიდან ერთ-ერთი სწორედ ასი და ას წელს გადაცილებული ადამიანების ერთჯერადი დახმარების პროგრამაა, რომლის განსახორციელებლად ბიუჯეტში 2 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია