19 | 12 | 2018

ა(ა)იპ ""ლანჩხუთი სერვისის" თანამშრომლებმა გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავეს

გუშინ  ა(ა)იპ ""ლანჩხუთი სერვისის" თანამშრომლებმა გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება დაიწყეს.
როგორც ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელმა, თენგიზ ჭიჭიელიშვილმა გვითხრა, აქცია გრიგოლეთიდან ურეკის საზღვრამდე 17 ლიმონეტრიან სანაპირო ზოლს მთლიანად მოიცავს..
დღესვე დასუფთავების აქციის მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებემა, ნუგზარ ცინცაძემ და გაგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძემ მოინახულეს.
"გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ჩვენი პრეროგატივა და ამავე დროს, ჩვენი ინტერესიცაა. როცა პლაჟი სუფთაა, დამსვენებელიც ბევრი იქნება. ჩვენ ყოველთვის ვატარებთ მსგავს აქციას, რომ მოაგარაკეებს პრობლემები არ შეექმნათ" - განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია