11 | 12 | 2018

ბიუროს სხდომა გაიმართა

17 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო ბიუროს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. 
მისი განმარტებით, ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში ცვლილება განაპირობა ნუსხასა და გეგმაში ასახული რამდენიმე ობიექტის სარგებლობის უფლებით გაცემამ და რამდენიმე ობიექტის პრივატიზებამ. 
მანვე წარმოადგინა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 ივნისის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ხდება სააგიტაციო მასალის ზომების განსაზღვრა, ასევე რეგულირდება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ ერთ ობიექტზე გასაკრავი სააგიტაციო მასალის მაქსიმალური რაოდენობის რეგულირება.
,,ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სკვერებში, გარე განათების ბოძებსა და მოსაცდელებზე საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად პლაკატების მაქსიმალური რაოდენობის დადგენის საკითხი.
სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სკვერებში არსებულ მწვანე ნარგავებზე მაქსიმალურ რაოდენობად თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის განსაზღვრული იქნეს ერთი პლაკატი ერთ ნარგავზე.
ასევე ერთი პლაკატი ერთი სუბიექტისათვის განათების ბოძზე. რაც შეეხება მოსაცდელებს, განისაზღვროს არაუმეტეს ორი ცალისა ერთი საარჩევნო სუბიექტსათვის“, განაცხადა მომხსენებელმა. 
საკითხები, რომლებიც ქ. ლანჩხუთში, შუხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ობიექტებისათვის ნომრების მინიჭებას შეეხება, გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ წარმოადგინა.
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ ბიუროს წევრებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნა შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. 
ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, 10.00 საათზე გაიმართება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია