10 | 12 | 2018

ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის“ ახალი სასწავლო წლისათვის მზადების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
აღნიშნული საკითხის შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაცია რომან ბიწაძემ, დავით წულაძემ და ლევან ჩხაიძემ მიაწოდეს.
როგორც მოგეხსენებათ, სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც 21 საბავშვო ბაღს აერთიანებს მუნიციპალიტეტში შემავალ 16 ტერიტორიულ ერთეულში. 
მიმდინარე წელს ცენტრის ბიუჯეტი 1750 000 ლარით განისაზღვრა, რომელიც მუხლობრივად შემდეგნაირად გადანაწილდა: შრომის ანაზღაურება –1089240 ლარი, შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება– 104844 ლარი, მივლინება – 1000 ლარი, კვება – 278284 ლარი, ტრანსპორტი – 12400 ლარი, არაფინანსური აქტივები – 19655 ლარი, სამედიცინო ხარჯი– 1000 ლარი, სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება- 20815 ლარი, ოფისის ხარჯი- 222762 ლარი. 
ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვთა სწავლისა და განვითარებისათვის, უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისათვის ტარდება სხვადასხვა სააღმზრდელო და შემეცნებითი აქტიობები. სწავლება მიმდინარეობს შესაბამისი მეთოდოლოგიით. ტრენინგი გაიარა სააღმზრდელო ჯგუფების ყველა აღმზრდელმა. ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარა სკოლამდელი დაწესებულების მუშაკთა გადამზადების სემინარებისა და ტრენინგების ცენტრმა. ტრენინგის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება და აღმზრდელებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ყველა სააღმზრდელო ჯგუფში ჩატარდა საგაზაფხულო, პირველი ივნისისა და გამოსაშვები საღამოები.
სკოლამდელ საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჩუქრად გადასცა სასკოლო მზაობის პროგრამა. ქალაქისა და მაჩხვარეთის 5-6 წლიანთა ასაკობრივმა ჯგუფებმა თემატურ სწავლებასთან ერთად გაიარეს აღნიშნული პროგრამა. 
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით ყოველ წელს ხდება კვების ბლოკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. მიმდინარე წელს მოხდა ჭურჭლის განახლება, რისთვისაც დაიხარჯა 3325 ლარი, ჯურუყვეთისა და წყალწმინდის საბავშვო ბაღისათვის 31768 ლარის ავეჯი შევიძინეთ, ყველა სააღმზრდელო ჯგუფისათვის სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით შევიძინეთ 1980 ლარის დეზობარიერები. შევიძინეთ საწვავი შეშა 21000 ლარის“, აღნიშნა დავით წულაძემ. 
როგორც ცემტრის ხელმძრვანელმა აღნიშნა, 2016 წელს სისტემას კიდევ ორი- ჯურუყვეთსა და წყალწმინდაში ევროსტანდარტული ბაღის შენობები შეემატა. 
2016 წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო, ლესისა და ჩოლობარგის საბავშვო ბაღები მალე ახალ შენონებში იფუნქციონირებენ. მიმდინარეობს შუხუთის ბაგა-ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
სრულად სარეაბილიტაციოა სუფსის საბავშვო ბაგა-ბაღი, ახლად ასაშენებელია ახალსოფლის, ღრმაღელისა და ხაჯალიის საბავშვო ბაღები, სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი ჩიბათის, ჭყონაგორის, აცანისა და ნიგვზიანის საბავშვო ბაღებში, რისთვისაც ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა და ძალისხმევაა საჭირო.
წარმოდგენილი საკითხი კომისიამ დადებითად შეაფასა და ცენტრს წარმატებები უსურვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია