10 | 12 | 2018

სატენდერო კომისიის სხდომა ჩატარდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელიც ამ დროისათვის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძეა.
კომისიაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, კერძოდ: სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წარმოდგენილი სატენდერო წინადადება. პრეტენდენტს, შპს "უნივერსალს" წინადადების დაზუსტებისთვის მიეცა სამი სამუშაო დღის ვადა.
ასევე განიხილეს სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების აღდგენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წარმოდგენილი სატენდერო წინადადება. პრეტენდენტს, შპს "ვლადნეფთპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში" მიეცა დისკვალიფიკაცია დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ხოლო ამავე ტენდერში შემდეგ პრეტენდენტს, შპს "ალფა პლუსს" წინადადების დასაზუსტებლად მიეცა სამი სამუშაო დღის ვადა.
დისკვალიფიკაცია მიეცა ასევე საცხოვრებელი სახლის მასალის შესყიდვის მიზნით გამარტივებულ ტენდერში მონაწილე შპს "გუდა 1979-ს". ხოლო სამი სამუშაო დღის ვადა მიეცა წინადადების დასაზუსტებლად შემდეგ პრეტენდენტს, შპს "ოთო 555 ".;

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია