17 | 12 | 2018

ფრაქციის სხდომა გაიმართა

23 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ვეროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ გააცნო ფრაქციის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. 
მისი განმარტებით, ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში ცვლილება განაპირობა ნუსხასა და გეგმაში ასახული რამდენიმე ობიექტის სარგებლობის უფლებით გაცემამ და რამდენიმე ობიექტის პრივატიზებამ. 
მანვე ისაუბრა საკითხის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“, რომლითაც ხდება სააგიტაციო მასალის ზომების განსაზღვრა, ასევე რეგულირდება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ ერთ ობიექტზე გასაკრავი სააგიტაციო მასალის მაქსიმალური რაოდენობის რეგულირება.
,,მიზანშეწონილია სკვერებში არსებულ მწვანე ნარგავებზე მაქსიმალურ რაოდენობად თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის განისაზღვროს ერთი პლაკატი ერთ ნარგავზე, ასევე ერთი პლაკატი ერთი სუბიექტისთვის განათების ბოძზე. რაც შეეხება მოსაცდელებს, აქ არაუმეტეს ორი ცალისა ერთი საარჩევნო სუბიექტსათვის“, განმარტა მომხსენებელმა. 
საკითხების შესახებ რომლებიც ქ. ლანჩხუთის, შუხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ობიექტებისათვის ნომრების მინიჭებას შეეხება, გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ ისაუბრა.
საკითხებში ,,სხვადასხვა“ ფრაქციის წევრებმა ჩოჩხათისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ კითხვები დაუსვეს გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ლევან ჩხაიძეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია