17 | 12 | 2018

შეხვედრა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე


23 აგვისტოსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და სამივე რაიონის გამგებლები, ქალაქ ოზურგეთის მერი რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის - რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროს მინდია ღლონტთან ერთად გაეცნენ.

სამუშაო შეხვედრაზე გასულ წელს რეგიონში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და ოთხივე მუნიციპალიტეტში 2016 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტითა და რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსებული სამუშაოები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში თემურ ჩხაიძე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია