11 | 12 | 2018

ფრაქციამ მორიგი სხდომა გამართა

25 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი ფრაქციის თავმჯდომარე კახა ურუშაძემ გააცნო ფრაქციის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. 
მისი განმარტებით, ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში ცვლილება განაპირობა ნუსხასა და გეგმაში ასახული რამდენიმე ობიექტის სარგებლობის უფლებით გაცემამ და რამდენიმე ობიექტის პრივატიზებამ. 
სხდომაზე განიხილეს საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“, რომლითაც ხდება სააგიტაციო მასალის ზომების განსაზღვრა, ასევე რეგულირდება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ ერთ ობიექტზე გასაკრავი სააგიტაციო მასალის მაქსიმალური რაოდენობის რეგულირება.
ფრაქციამ მახრი დაუჭირა საკითხებს, რომლებიც ქ. ლანჩხუთის, შუხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ობიექტებისათვის ნომრების მინიჭებას შეეხებოდა. 
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ ფრაქციამ ,,სხვადასხვა“ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ იმსჯელა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია