14 | 12 | 2018

ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ამჟამად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ ცინცაძე უძღვებოდა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, დასრულდა სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების აღდგენის მიზნით მასალების შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. გამოვლინდა გამარჯვებული, შპს "ოთო 555". საწარმოს წარმომადგენლობას ხელშეკრულების გასაფორმებლად გამგეობაში ელოდებიან.
ხელშეკრულების გასაფორმებლად ელოდებიან ასევე გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამოვლინებულ მეორე გამარჯვებულსაც, შპს "პალადას". 
"პალადამ" გამარჯვება სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების აღდგენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მოიპოვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია