11 | 12 | 2018

ამერიკულ პეპელასთან ბრძოლა მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს მიერ სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის ე.წ ,,ჩქუნის“ დასახლებაში, სოფელ ტაბანათის ნაწილში, გრიგოლეთის-ახალსოფლის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე და ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში დაფიქსირებული მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპლის მეორე თაობის მატლების მიერ დასნოვნებული მრავალწლიანი ნარგავები (ძლიერი კერები) დამუშავდა თერმული ნისლით და მიზანმიმართული (წერტილოვანი) შეწამვლით.
შეწამვლითი ღონოსძიებების ჩატარება მიმდინარეობდა უნივერსალური შემასხურებელი ,,დუნაფოგის“ (თერმული ნისლი) და ,, სკაუტის“ (მიზანმიმართული შეწამვლა) ტიპის აგრეგატებით.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია