11 | 12 | 2018

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო საკრებულოს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . საკითხი გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. მისი განმარტებით, ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზების გეგმაში ცვლილება განაპირობა ნუსხასა და გეგმაში ასახული რამდენიმე ობიექტის სარგებლობის უფლებით გაცემამ და რამდენიმე ობიექტის პრივატიზებამ. 
საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 ივნისის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 
მომხსენებლის განმარტებით, სკვერებში არსებულ მწვანე ნარგავებზე მაქსიმალურ რაოდენობად თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის განსაზღვრული იქნეს ერთი პლაკატი ერთ ნარგავზე.
ასევე ერთი პლაკატი ერთი სუბიექტისათვის განათების ბოძზე. რაც შეეხება მოსაცდელებს, განისაზღვრა არაუმეტეს ორი ცალისა ერთი საარჩევნო სუბიექტსათვის.
საკრებულომ მხარი დაუჭირა საკითხებს, ქ. ლანჩხუთში, შუხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ობიექტებისათვის ნომრების მინიჭებას შეეხება. 
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის მიმართვის შესახებ“, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ წარმოადგინა. 
მისი განამრტებით, სოფელ ჭყონაგორაში სარიტუალო დარბაზზე, სუფისა და ქვემო აკეთის კულტურის სახლების შენობებზე განთავსდება პანდუსები. სამუშაოების განსახორციელებლად 4900 ლარი მიიმართება. 
ძირითადი საკითხების ამოწურვის შემდეგ დეპუტატებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
საკითხების განხილვის შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ძიძიგურმა გააკეთა მოხსენება: ,,მიმდინარე წლის 2 ივნისს საკრებულოს თავმჯდომარის №65 ბრძანების შესაბამისად დამევალა საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს, ბიუროს, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებზე და წინადადებებზე, რომლებიც იგზავნება მუნიციპალიტეტის გამგეობაში, განმეხორციელებინა კონტროლი, რომ დროულად მომხდარიყო რეაგირება შესაბამისი სამსახურის უფროსების მიერ.“
როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა აღნიშნა, გამგეობის მხრიდან ნაწილობრივ გაცემულია შუალედური პასუხები. მან თხოვნით მიმართა სამსახურების უფროსებს, რომ ერთობლივად მოხდეს საკრებულოს მიერ გადაგზავნილი კრიტიკული შენიშვნებისა და წინადადებების კონტროლი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია