11 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიამ მონიტორინგი განახორციელა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ ახალი სასწავლო წლისათვის მზადებასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღებში მონიტორინგი განახორციელა.
კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე და ამავე კომისიის წევრები- ელენე ნაჭყებია, ელისო ჭიჭინაძე, ადამ ხუხუნაიშვილი და კახა ურუშაძე ლაშისღელის, შუხუთის, ჭყონაგორის და ქალაქის ბაღებში იმყოფებოდნენ.
როგორც მონიტორინგის შედეგად გაირკვა სააღმზრდელო ჯგუფებში აქტური მზადება მიმდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის. 
აქვე უნდა აღინიშნოს რომ შუხუთში დაწყებულია საბავშვი ბაღის შენობის რეაბილიტაცია, რომელიც გარდამავალი პროექტია და სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე ახალი ევროსტანდარტის შესაბამისი ბაღის შენობის მშენებლობა დაწყებულია ნიგოითში.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, დეტალურ ინფორმაციას ახალი სასწავლო წლის მზადებასთან დაკავშირებით , უახლოეს კომისიის სხდომაზე უშუალოდ ა(ა)იპ ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო“ ცენტრის დირექტორისგან, დავით წულაძისგან მოისმენს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია